კეტი პერიმ ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Small Talk – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც დღის სინათლეს 9 აგვისტოს იხილავს.
კეტი პერი ჰავაიზე გადაიღეს (ფოტო)
პაპარაცებმა კეტი პერი ჰავაის სანაპიროზე დააფიქსირეს.
ცოტა ხნის წინ, ამერიკელი მომღერალი ჰავაის სანაპიროზე, ვიდეო გადაღებებზე დააფიქსირეს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ 34 წლის შემსრულებლის სიახლის რელიზი კლიპთან ერთად შედგება.
შეგახსენებთ, რომ კეტი პერის უკანასკნელი სოლო სინგლი – Never Really Over 31 მაისით თარიღდება.
