უცხოელი ვიზიტორები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართულ მრავალჟამიერს მღერიან. მათი სიმღერის ამსახველ ვიდეორგოლს ბექა მახვილაძე ავრცელებს, რომელმაც ვიდეო მოგზაურებისთვის საყვარელ ჯგუფში „მოგზაურთა კლუბში“ ატვირთა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლს უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს. ქართველი მოგზაურები აღფრთოვანებულნი არიან მათი უცხოელი „კოლეგების“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით.
„ცოტა ხანი გვინდა და ჩვენს ფესვებს გაუმარჯოსო იტყვიან“, – წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.
შეგახსენებთ, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან – წლამდე იზრდება. მაგალითისთვის, მხოლოდ 2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტია.
