LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე წავალ პოლიტიკაშიც, ყველგან ვაპირებ წასვლას, სადაც ივანიშვილი დამარცხდება – ნიკა გვარამია

მე წავალ პოლიტიკაშიც, ყველგან ვაპირებ წასვლას, სადაც ივანიშვილი დამარცხდება, მე ვიქნები მისი მთავარ მტერი და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე, გპირდებით, – ამის შესახებ “რუსთავის 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

გვარამიას თქმით, კორუფციისა და ქურდობის დაბრალებას არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს და სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.

“მოვუწოდებ ყველას, გაერთიანების დროა, საქართველოში არის დიქტატურა. ხდება ზუსტად ის,რაც ხდება რუსეთში. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ თუ ვინმე ამტკიცებს,რომ რუსეთი დიქტატურა არ არის, ჯობია სახლში დაჯდეს, ტელევიზორს უყუროს და არ იყოს პოლიტიკაში. საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა. უზურპატორი უნდა წავიდეს”, – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ს დაკავების მოლოდინი, გვარამია პასუხობს, რომ ყველაფრის მოლოდინი აქვს.

“არავის სჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი, ხელისუფლების წყაროებმაც მითხრეს, რომ წავსულიყავი. არავითარ შემთხვევაში არ წავალ ქვეყნიდან, რომ მერე მომაყოლონ კორუფციის ბრალი. გამორიცხულია, დავრჩი და ვრჩები აქ, ჩემი არჩევანი არის მხილოდ ორ რამეს შორის – ან თავისუფლება ან პატიმრობა. მესამე შანსი არ იქნება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა გვარამიამ.