LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"იმედის" ფილმი აგვისტოს ომზე ფეისბუქიდან წაშალეს

ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქის გვერდიდან წაიშალა ფილმი, რომელის აგვისტოს ომს შეეხება და ფართო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ფილმი ჯერ ისევ განთავსებულია ტელევიზიის youtube-ს არხზე.

ტელეკომპანია იმედის ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი: “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო “ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს”. ლალიაშვილის კომენტარი ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.