დღე მზისა და მთავრის ერთოვბლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება.
ნუ ენდობით წინათგრძნობას, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გამოაშკარავდება და სერიოზული უსიამოვნებების მიზეზი გახდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ქველოქმედებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხილი კაპიტალის დასაბანდებლად.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, მოაწყვეთ განტვირთვის დღე და დაასვენეთ ორგანიზმი მძიმე საკვებისგან. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან,
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.
