LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების მიერ დღეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალუბანთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, დღეს დაკვებული პირიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინაც დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.