ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს, 4 სექტემბერს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ეწვევა.
მიშელ სონი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერი დამონაწილეა. ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში იმართება მაესტროს მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის.
გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი Sos Talents, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტრკლასები და გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
წელს ბათუმის რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიდო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრებანებისმიერი
9 სექტემბერს,, ბათუმის დრამატულ თეატრში,დაგეგმილია მაესტო მიშელ სონის ლექცია-სემინარი„მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე დასწრების სურვილი მრავალმა პედაგოგმა გამოთქვა, მათ შორის თბილისში მოქმედმა, აფხაზეთის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგებმაც.
მიშელ სონის ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა და მას „სონის ჯადოქრობა“ უწოდა. მის მიერ შექმნილი სავარჯიშოები და ნაწარმოებები ასწავლის შემსრულებლებს დაეუფლონ მუსიკის აღქმისა და მისი გადმოცემის სინთეზის ხელოვნებას.
„მიშელ სონი არის უნიკალური მოვლენა, რომელიც სრულიად განსხვავებული, არასტანდარტული და ინოვაციური აზროვნებით უყურებს მუსიკის სწავლებას. მისი, როგორც ფილოსოფოსის, პიანისტის და კომპოზიტორის მრავალმხრივი განა
თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ევროპასთან, ჩვენ უ
