LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი, შეიძლება, ისევ უკან დაბრუნდეს

ემოციური გადაწყვეტილება თუ გააზრებული ნაბიჯი  – რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი თვლის, რომ ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მიიღეს.

ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, რუსთავი 2-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი, შესაძლოა, ისევ უკან დაბრუნდეს. მათთან მოლაპარაკებებს ამჟამად აწარმოებენ. 

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

"ეს არის პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო.

„სავარაუდოდ, დღეს, ხვალ, ეს საკითხიც გადაწყდება და ოფიციალური ინფორმაციაც გვექნება. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებთან მოლაპარაკებებიც დასასრულისკენ მიდის. მათ გვარებსა და სახელებს ამ წუთას ვერ გეტყვით, რაკიღა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა“, – ამბობს რუსთავი 2-ის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამილა გველესიანი.

მისივე თქმით „რუსთავი 2“ ის ყოფილმა ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მიიღეს და ახლა ცდილობენ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ.

გველესიანის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში ამ დროისთვის 800 ადამიანი მუშაობს და არხი მხოლოდ 62-მა თანამშრომელმა დატოვა.