ნინოწმინდის საკრებულოს წევრის მცდელობა, ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეჩვენებინა, არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა.
როგორც “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლაივის დროს გამოჩენილმა სხვადასხვა ეფექტებმა დააბნია.
გამოცემის ცნობით, ფეისბუქ-ლაივი ვრეჟ მურადიანმა 26 აგვისტოს გაუშვა. კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდრასთან უნდა დააკავშიროს. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატი იქცევს.
