LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდი ახალ სერიალზე მუშაობს

„ფორმულა კრეატივის“ ტელევიზიამ დღეს ოფიციალურად მიიღო მაუწყებლობის უფლება. როგორც უკვე ვიცით, ამ არხზე გავა ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. 

იგივე გუნდი მუშაობს ახალ სერიალზე. ამის შესახებ on.ge-ს განუცხადა პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ. მისი თქმით, ახალი სერიალი სოციალურ თემებზე იქნება აგებული, მას აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით გადაიღებენ და მისი სახელწოდება იქნება „თესეა“. „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდი იმედოვნებს, რომ მაყურებელი ახალ სერიალსაც შეიყვარებს.