LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა

ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით ახალგაზრდობის სააგენტო დაფუძნდა.  სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს. სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული იქნება და ის ჩაანაცვლებს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს.

სააგენტო მიზანია ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათაშესაბამისად ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლიდანდასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით.

სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.