პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საზაფხულო შვებულება სრულდება. მეუღლეები სამ შვილთან ერთად გუშინ შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. საინტერესოა, რომ პრინც ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად მგზავრობისთვის მათ ისევ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომოპანია შეარჩიეს და ეკონომ-კლასით იმგზავრეს.
ჯამში სამეფო ოჯახის ხუთივე წევრის მგზავრობა 450 დოლარი დაჯდა. ეს კი ძალიან მცირე თანხაა იმ ბიუჯეტთან შედარებით, რაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ნიცაზე გადაფრენა დაჯდა. ბრიტანეთში სასექსის ჰერცოგი ამის გამო მკაცრად გააკრიტიკეს.
