LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღე იჯდა მშიერი, არავინ ჩაუგდო საჭმელი“ – მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა გორში, მდინარე მეჯუდაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიამ შაქარაშვილი ავრცელებს და სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის.

“სრულიად შემთხვევით გავიარეთ მე და დედამ გორში მდინარე მეჯუდას ტერიტორიაზე ბაზართან, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს. დავინახე ძაღლი, რომელიც ორი დღეა, ჩავარდნილა მდინარეში (გაურკვეველია, როგორ) და ამოსვლას ცდილობს. იჯდა მშიერი, ფეხი ჰქონდა დაზიანებული… არავინ ჩაუგდო საჭმელი და ამოყვანაზე საუბარი ზედმეტია… ძალიან ბევრგან რეკვის შემდეგ მოვიდა სამაშველო სამსახური და ძაღლი ამოიყვანეს. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების: ყაულაშვილი დავითი, ნასყიდაშვილი ზაზა, გაფრინდაშვილი დავითი ❤ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სამაშველო სამსახურს 112 უპრობლემოდ უკავშირდებოდეს მაშინაც, როცა ცხოველებს ჭირდებათ დახმარება!!! არასოდეს დამავიწყდება ძაღლის სიხარულის ტირილი….”