LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უთხრა ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს დღევანდელ შეხვედრაზე (ვიდეო)

მსგავსი გამოწვევები და მიზნები -საქართელოსა და უკრაინის დღეს ერთმანეთს ვარშავაში შეხვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას საერთო მიზანი და გამოწვევი აქვს, შესაბამისად, ორმა ქვეყანამ გადაჭრის გზებიც ერთად უნდა ეძებოს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან დაახლოებასა და გლობალურ საფრთხეებზე. დღესვე ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეიზდენტი უკრაინიში მიიწვია.

სალომე ზურაბიშვილი,  პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში”.

https://www.youtube.com/watch?v=sy22a7iHXm8