ამაზონის დაბადების შემდეგ, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ. ვარსკვლავური წყვილი ერთად ვენეციის რიგით 76-ე კინოფესტივალზე მივიდა, სადაც რომან პლანსკის ფილმის – J’accuse ჩვენებას დაესწრო.
საღამოსთვის, 22 წლის მოდელმა ,,არმანის” შავი, ბუმბულებიანი მინი კაბა შეარჩია, რომელსაც ამავე ფერის ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შუხამა.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 55 წლის მსახიობის ლუქი. მას კინოსურათის პრემიერაზე ,,დიორის” შარვალ-კოსტიუმი ეცვა.

შეგახსენებთ, რომ ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანი სტარტს 2016 წლიდან იღებს. მათ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ქალიშვილის მშობლები გახდნენ.
ქსელში ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ქალიშვილის პირველი ფოტო გავრცელდა
