LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, ევროკავშირის ინტერესებზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ახალი თავმჯდომარის კითხვები, რომ რა შეიძლება ამ სიტუაციაში საოკუპაციო ხაზზე გავაკეთოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. 

რა უთხრა ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს დღევანდელ შეხვედრაზე (ვიდეო)

ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია

“ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ზელენსკისთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა, ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია მოამზადონ.

„დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთი მხრივ, კონფლიქტებთან მიმართებით და მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართულებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო.