LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტია-ზუგდიდის გზაზე ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

60 წლამდე ქალი, რომელიც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე ავტოავარიისას დაშავდა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კლინიკაში განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზაში მწყობრიდან გამოვიდა და ოპელის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.