LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა

საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა – ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც აშშ-ის ღვინის ეკონომისტების ასოციაციამ (AAWE) ჩაატარა.

AAWE-ის მონაცემებით, ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საფრანგეთი ლიდერობს, მეორე ადგილზეა იტალია, მესამე კი – ესპანეთი. ხუთეულში არიან: ავსტრალია და ჩილეც.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციამ კვლევა 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში უკვე 47,2 მილიონამდე ბოთლი ღვინოა გასული.