LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ქობულეთში – მანქანა ხეს შეეჯახა [ვიდეო]

ქობულეთში ავარია მოხდა. ქალაქის გასავლელთან მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.