მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:34-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების შექმნის მიზეზი.
მოგიწევთ ვალების გასტუმრება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასკიეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ენდოკრინულ სისტემას, ყელს და თირკმელებს, მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. დღოებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თაფლი, გაზიანი სასმელი და რძის პროდუქტი.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები
ელით კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
