LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია – ქარიშხალი აშშ-ს უახლოვდება

ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს და ამერკის შეერთებული შტატების მიმართულებით გადაადგილდება.ფლორიდის შტატში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ,,დორიანის“ გავლენა შესაძლოა, 20-მა მილიონმა ამერიკელმა იგრძნოს.

რაც შეეხება  ბაჰამის კუნძულებზე არსებულ ვითარებას, BBC-ის ინფორმაციით,  ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა და წყალდიდობა გამოიწვია.მთავრობამ  ათობით ეკლესია, სკოლა და სხვა სამთავრობო შენობა საგანგებო თავშესაფრის ადგილებად გამოაცხადა. სულ გახსნილია 14 თავშესაფარი.

ბაჰამის კუნძულების მოსახლეობამ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული სახლების ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ  “ადამიანები ხმოვან შეტყობინებებს აგზავნიან, ტირიან” , ხელისუფლება კი ამბობს, რომ ზოგიერთდი მათგანი უარს აცხადებს ევაკუაციაზე.

სინოპტიკოსეის განცხადებით, ქარიშხალი უმაღლეს მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. ქარიშხლის სიჩქარემ საათში 285 კილომეტრსაც კი მიაღწია.