საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
საბოლოო კენჭისყრა, რომელიც გაარკვევს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების ვინაობას, ხვალ, 4 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
კანონის მოხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
უკვე ცნობილია, რომ კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება. უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესს აქცია ,,სირცხვილიას” ორგანიზატორები გააპროტესტებენ.
