მთავარი არხის სიგნალი გაეშვა, ჟურნალისტები კი გადაღებაზე გავიდნენ. ფოტოს ახალი არხის, ახალი ლოგოიანი მიკროფონით, “რუსთავი 2-ის” ყოფილი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი აქვეყნებს.
მაუწყებლობას არხი 9 სექტემბერს 9 საათზე დაიწყებს. როგორც დღეს ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს მთავარი ანტირუსული პლატფორმა იქნება.

ფოტოს ავრცელებს ნიკა გვარამიაც:
“already on the ground
ჯიპა და სერგი” – წერს ის.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” მას შემდეგ შექმნა, რაც “რუსთავი 2” მის ერთ-ერთ ყოფილ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს გადაეცა. ახალი არხი ძირითადად “რუსთავი 2-ის” სახეებითაა დაკომპლექტებული.
ამავე თემაზე: “მთავარი არხი” ეთერში 9 სექტემბრიდან გავა – გვარამიას LIVE იბერიას შენობიდან [ვიდეო]
მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს
