ქსელში Lamborghini-ს სუპერქარის სავარაუდო გამოსახულება გავრცელდა. სიახლე, რომელსაც ადრე LB48H ეწოდა, ამიერიდან Sian-ის სახელით იქნება ცნობილი.
ჰიბრიდული „ლამბოს“ შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. სუპერქარის ვიზუალი შეიძლება დავახასიათოთ როგორც Aventador-ის დიზაინის ევოლუცია და Terzo Millennio-ს კონცეპტის ელემენტების გაერთიანება.
წინასწარი ინფორმაციით, ჰიბრიდი 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ V12 ძრავს მიიღებს ან მეორე ვერსიით რამდენიმე ელექტროძრავის ტანდემი იქნება. სუპერქარის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას მიაღწევს და ინსაიდერების ვარაუდით იტალიელები ყველაზე თანამედროვე ელემენტს გამოიყენებენ.
დამატებითი დეტალები კი მხოლოდ ოფიციალური პრემიერის შემდეგ გახდება ცნობილი.
