საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ახალ ხელისუფლებას მთლიანად არალეგიტიმურს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოში მოძალადე უზურპატორის რეჟიმია.
“ფეისბუქზე” სააკაშვილი წერს, რომ ახლა ხალხს უმოქმედობის უფლება აღარ აქვს.
“ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.
ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება,” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის კანიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. მის წარდგენას პარლამენტში დეპუტატების ნაწილისგან, ხოლო პარლამენტის გარეთ აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.
გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას პარლამენტში და მის გარეთაც სტვენა და ხმაური მოჰყვა
