LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია აღარ არის თქვენი უფროსი და შეგიძლიათ აღარ დაუჯეროთ – მაქარაშვილი პოლიციას მიმართავს

პარლამენტის შესასვლელთან აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენლები პროტესტს აგრძელებენ. ამ დროისთვის, ისინი პარლამენტთან მდგარ პოლიციის წევრებს მიმართავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეუშვან.

მიმართვები და განცხადებები სასტვენისა და საყვირების ხმების ფონზე კეთდება. 

გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას პარლამენტში და მის გარეთაც სტვენა და ხმაური მოჰყვა

ხმაურია პარლამენტის შენობის შესასვლელებთანაც, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ ისინი პარლამენტთან ყოველდღიურად შეიკრიბებიან. პოლიციის კორდონს კი მოუწოდა, რომ გახარიას აღარ დაემორჩილონ.

“სხვათა შორის, გახარია აღარ არის თქვენი უფროსი და შეგიძლიათ აღარ დაუჯეროთ” – მიმართა მან პოლიციელებს და მათ ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფარი უწოდა.

“პირადად არც ერთ თქვენგანს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, სისტემაა ჩამპალი. ნუ გადააყოლებთ დაბალ ხელფასს თქვენს ოჯახებს,” – მიმართა მან პოლიციელებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა, აქცია “სირცხვილიას” წევრები ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ და ითხოვენ მინისტრთა კაბინეტს გახარიას გარეშე.

ასევე აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია