LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში რუსული კომპანია უცხოელ ტურისტებზე რუსულნომრიან მანქანებს აქირავებს

სანდრო ჩოფიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული კომპანია რუსულნომრიან მანქანებს აქირავებს, მათ შორის, ევროპელ ტურისტებზეც.

სანდრო წერს:

„მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ავტოსტოპით მომიწია ჟინვალიდან ყაზბეგისკენ წამოსვლა. გამიჩერა პიკაპმა, რომელიც რუსულ ნომრებზე იყო. მანქანაში დამხვდა 3 ბელგიელი ახალგაზრდა. ცოტა დავიბენი და ვკითხე, თუ საიდან ჰყავდათ ავტომობილი რუსული ნომრებით. მიპასუხეს, რომ მანქანა იქირავეს თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი რუსული კომპანიისგან (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს).

ანუ, მოსულა?? ვინ აძლევს უფლებას?“