გერმანულ კონცერნს დაზარალებული კლიენტებისთვის საკმაოდ სოლდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ საავტომობილო ბიზნესის ხმაურიანი საქმე 2013-2017 წლებში მოხდა და ის დიზელის სკანდალითაა ცნობილი. პრობლემა სწორედ ამ წლებში გამოსულ Volkswagen-ის, Audi-ს, Bentley-სა და Porsche-ს 100 ათასამდე მოდელს შეეხო და მწარმოებელს მათი უკან გამოწვევა მოუხდა.
საქმე ის იყო, რომ ავტომობილებს დაუმონტაჟდათ სპეციალური სისტემა, რომელიცმავნე გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს ამცირებდა, რაც სრულიად დაუშვებელია.

Volkswagen-მა შეცდომა აღიარა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მზადაა, დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს. გარდა ამისა, ბრენდი ამერიკის ხელისუფლებამ 1,18 მილიარდი დოლარითაც დააჯარიმა.
