ინტერნეტში საზოგადოება ერთიანდება ოჯახისთვის, რომელიც დიდ დიღომში, დაზიანებულ ავტომობილში ცხოვრობს.
მირიან მეფის ქუჩაზე მესამესა და მეორე მიკროს შორის, მანქანაში წლებია უკვე მამა, დედა და პატარა ბავშვი ცხოვრობენ. მათ საკვებით ადგილობრივები ეხმარებიან.
მანქანას კარი არ აქვს და საბურავები გახეთქილი აქვს. ზამთარში კი ამ პირობებში ცხოვრება ოჯახს გაუჭირდება.

ოჯახისთვის დასახმარებლად სხვადასხვა ჯგუფში ერთიანდებიან. ნივთებისა და საკვების შესაგროვებლად, ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკუშა ტატანაშვილი 4 საათზე, დახმარების მსურველებბს კვირას, 7 სექტემბერს, 16:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
