LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.  როგორც ცნობილია, ჩარტერული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს, ბათუმს ლიეტუვადან 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95%-ი  ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს GetJet Airlines-ი სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს. 2020 წლისთვის კი იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი–ბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება.