LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მამაკაცი სასტუმროს აბრას ჰკიდებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა

ქუთაისში მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.  შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრის გაკვრას ცდილობდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ დენი არ გათიშა და შიშველ სადენებთან მუშაობდა.

მიმდინარეობს გამოძიება.