ჰეილი ბიბერს ახალი ტატუ აქვს. ფოტოზე, რომელიც ლოს-ანჯელესელი ტატუს სპეციალისტის – Doctor Woo ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნდა ჩანს, რომ ამერიკელი მოდელის კისრის მარცხენა მხარეს Lover ამშვენებს.
,,სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს” – ასეთი აღწერა გაუკეთა პოსტს სვირინგის ოსტატმა, რომელზეც ჯასტინ ბიბერის მეუღლე მონიშნა.
ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი და კლიპი გამოუშვა (ვიდეო)
ტეილორ სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომი - Lover გაყიდვაში ჩაეშვა.
ცნობისთვის, 22 წლის ლამაზმანის სხეულს 15-ზე მეტი სვირინგი ამშვენებს.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის ახალი ტატუს ინსპირაციად, ტეილორ სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომი – Lover იქცა.
