როდესაც ფლორიდელმა პენი ფარმსმა გაიაზრა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა, უკანასკნელი სურვილი გაამხილა – ქალბატონს სანაპიროზე წასვლა ყველაფერზე მეტად უნდოდა.
78 წლის პენიმ თავისი ოცნების შესახებ უახლოეს მეგობარს გაანდო და ეს ინფორმაცია ექთნებამდე სწორედ მეგობარმა მიიტანა.
მოხუცი პაციენტის ოცნების შესახებ მალე მთელმა ჰოსპისმა გაიგო და მის ასასრულებლად ყველა თანამშრომელი გაერთიანდა.

პენი დილით ადრე გააღვიძეს, სანაპიროზე წასასვლელად გამოპრანჭეს. უახლოესი პლაჟი მათგან ერთი საათის მანძილზე მდებარეობდა და ექთნებს ძალიან ეშინოდათ, რომ მოხუცს ამ გზის გადატანა გაუჭირდებოდა.
საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალბატონმა მგზავრობას გმირულად გაუძლო და ოკეანის დანახვამ ის ძალიან გააბედნიერა.
