LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქს გაცნობის ფუნქცია დაემატა

სოციალური ქსელი Facebook საყვარელი ადამიანის პოვნას გაგიადვილებთ. ამისთვის ფეისბუქმა სოციალურ ქსელში დღეიდან გაცნობის ფუნქცია ჩაუშვა.

აღნიშნული ფუნქცია ორ ადამიანს საერთო ინტერესების, ჯგუფებისა და მოვლენების მიხედვით დააკავშირებს.

“დღეს ჩვენ პირველად, აშშ-ში ჩავუშვით ფეისბუქ გაცნობის ფუნქცია. აღნიშნული აპლიკაცია დაგეხმარებათ საინტერესო ურთიერთობების დაწყებაში, საერთო ინტერესების პოვნაში”, – ნათქვამია Facebook-ის ინფორმაციაში.