LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი ფერმერებისთვის – „ვიჯი ტექნო“ სრულ ასორტიმენტზე სამდღიან ფასდაკლებას აცხადებს

„ვიჯი ტექნო“-ს ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისი პროდუქციის შეძენა 5 სექტემბრიდან ახალ მისამართზე – კედიას 10 ნომერში (ყოფილი კახოვკის ტერიტორიაზე) შეეძლებათ.

განახლებულ მაღაზიაში მომხმარებელი „ვიჯი ტექნოს“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 5, 6 და 7 სექტემბერს 10%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აქცია ახალი მაღაზიის გახსნას უკავშირდება.

„დღეს, აგროსფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა “ვიჯი ტექნო“. კომპანიის მეშვეობით, კავკასიის რეგიონს ბოლო თაობის აგროტექნოლოგიებთან აქვს წვდომა“, – აცხადებენ „ვიჯი ტექნოში“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათთვის საამაყოა, რომ შეუძლიათ, აღმოაჩინონ და გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა, უზრუნველყონ საჭირო მასალის იმპორტი, თუ დამზადება და საჭიროების შემთხვევაში, დაპროექტებაც. ყველა ეს სერვისი კი როგორც წესი, ერთ სივრცეში იშვიათად არის თავმოყრილი.

„ჩვენ მიერ შესრულებული ყოველი პროექტი მორგებულია ფერმერის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. მასალების მიწოდება და პროექტის შესრულება ხდება უმოკლეს ვადებში, რაც ჩვენი ფართო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმით მიიღწევა”, – ამბობენ კომპანიაში.

„ვიჯი ტექნო“ მომხმარებლებს მოუწოდებ,ს არ გამოტოვონ შესაძლებლობა და მომავალი 3 დღის განმავლობაში შეიძინონ პროდუქცია 10 % -იანი ფასდაკლებით კედიას 10 -ში.

კომპანიის შესახებ

„ვიჯი ტექნო“ საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს. კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს სარწყავი სისტემების სრულ კომპლექტაციას, რომელიც გათვლილია საქართველოს აგრო მეურნეობაზე, ასევე მის მიერვე წარმოებულ პოლიეთილენის მილებს, ინსფრასტრუქტურისა და გზის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ტექნოლოგიას, შვეიცარიის წარმოების სასუქებსა და სხვა მარავალ პროდუქციას…

WG TECHNO-ს მეშვეობით, კავკასიის რეგიონს აქვს წვდომა ბოლო თაობის აგრო ტექნოლოგიებთან.

„ვიჯი ტექნოს“ მიერ შესრულებული ყოველი პროექტი მორგებულია ფერმერის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, მეტი კომფორტისათვის.