LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა ვერ დადის, ბიჭი ვერ ხედავს, თუმცა ერთად მწვერვალებს იპყრობენ (ფოტო)

კოლორადოელ მელანი კეჩს და ტრევორ ჰანს ლაშქრობა ძალიან უყვართ. თუმცა, ეს წყვილი ჩვეულებრივ მოლაშქრეებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. მელანი 29 წლისაა და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემებით დაიბადა, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ტრევორი კი 42 წლისაა და მხედველობა 5 წლის წინ დაკარგა.

კეჩს სავარძლის გარეშე გადაადგილება უჭირს, ამიტომ ლაშქრობა მისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. რაც შეეხება ტრევორს, მხედველობის დაკარგვას მისთვის ხელი არ შეუშლია რომ მთების დაპყრობა გაეგრძელებინა, თუმცა ბუნებრივია ის ამას ყოველთვის მეგობრებთან ერთად აკეთებდა.

მელანიმ და ტრევორმა ერთმანეთი ადაპტაციის კურსებზე გასულ წელს გაიცნეს. წყვილი პირველივე დღიდან დამეგობრდა. ისინი ბუნებისა და ლაშქრობის სიყვარულმა გააერთიანა და გუნდურად მუშაობაც მათ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს. ტრევორმა ფეხების, მელანიმ კი თვალების როლი მოირგო და მოგზაურობაც ასე დაიწყო.

წყვილმა მელანისთვის სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ტრევორი მას კომფორტულად ატარებს. მელანი შტურმანია და ეს ძალიან კარგად გამოსდის. მეგობრებს პასუხისმგებლობის განაწილება მოსწონთ და ამ ყველაფერს ორივე ისე მიეჩვია, რომ სალაშქროდ მხოლოდ ერთად დადიან.

წყვილს უკვე საკმაოდ ბევრი მიღწევა აქვს და მომავალში კიდევ უფრო რთული ადგილების დაპყრობას გეგმავენ.