ინდოეთში, ანდრა პრადესში, 73 წლის ქალმა ტყუპი გოგონები გააჩინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ექიმები ამბობენ, ტყუპები ხუთშაბათს, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახნენ და საკეისრო კვეთით დაიბადნენ.
“დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ,” – ამბობს ქალის ექიმი უმა სანკარი.
მანგაიმა იარამატმა განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს, რომელიც 82 წლისაა, ყოველთვის სურდათ შვილები, მაგრამ დღემდე მან დღემდე ვერ შეძლო დაორსულება.
“დაორსულება მცდელობის დაწყებიდან 2 თვეში მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ. აქამდე უამრავ ექიმთან ვიყავით და ბევრი ხერხი ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ”, – თქვა სინტორია რაჯარომ BBC-თან.
ბავშვის დედა კი ამბობს, რომ აქამდე, სოფელში სადაც ცხოვრობდნენ, თავს ხშირად გრძნობდა გარიყულად, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ვერ გახდა.
“ისინი უშვილო ქალს მეძახდნენ” – ამბობს ის.
ტყუპების გაჩენის დღეს ბავშვების მამამ სინტორია რაჯარომ ინსულტი გადაიტანა და ახლა ის საავადმყოფოში მკურნალობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ ასაკში ინდოელი ქალი ბავშვს აჩენს. 2016 წელს დალინდერ კაურმა, 70 წლის ასაკში ბიჭი გააჩინა.
