LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ნაცვლიშვილი ავსტრალიური ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ავსტრალიური ყოველთვიური ჟურნალის, WISH-ის გარეკანზე მოხვდა. ჟურნალი გაყიდვაში დღეს გამოვიდა.

მოდელს არმანის აბრეშუმისა და ხავერდის კომბინეზონი აცვია.

ჟურნალი მკითხველს იტალიის საუკეთესო ადგილების შესახებ სთავაზობს სტატიას, როგორიცაა ტოსკანა, რომი, სიცილია, კაპრი, მილანი და კომოს ტბა.

როგორც WISH-ის ინსტაგრამზე სექტემბრის თვის გამოცემის აღწერაში ვკითხულობთ, ჟურნალის ფურცლებზე ნახავთ საუკეთესო ადგილებს დასვენებისთვის, საკვებისთვის, დასალევად და ზოგადად ბედნიერი დღეების გასატარებლად საჭირო ინფორმაციას.

 

WISH ყოველთვიური ჟურნალია, რომელიც ყოველი თვის პირველ პარასკევს გამოდის.

ერთი წლის განმავლობაში wish-ის გარეკანის კოლექცია