,,ბილბორდმა” წლევანდელი ზაფხულის ჰიტები დაასახელა. ათეულში სეზონის ყველაზე ცხელი და პოპულარული სიმღერები მოხვდა.
ტოპ სინგლებს შორის, 1-ელ ადგილზე Lil Nas X-ისა და ბილი რეი საირუსის Old Town Road მოექცა. დუეტი ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” წამყვან პოზიციას რეკორდული – 19 კვირით იკავებდა.
მეორე ადგილზეა ბილი აილიშის bad guy, რომელმაც 17 წლის ამერიკელ მომღერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
საუკეთესო სამეულს ქალიდის Talk ხურავს.
,,ბილბორდის” 2019 წლის ზაფხულის საუკეთესო ჰიტების ათეული ასეთია:
1. Lil Nas X და ბილი რეი საირუსი – Old Town Road
2. ბილი აილიში – bad guy
3. ქალიდი – Talk
4. ედ შირანი და ჯასტინ ბიბერი – I Don’t Care
5. Lizzo – Truth Hurts
6. შონ მენდესი და კამილა კაბეიო – Señorita
7. Jonas Brothers – Sucker
8. Post Malone და Swae Lee – Sunflower
9. კრის ბრაუნი და დრეიკი – No Guidance
10. DaBaby – Suge
