რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ა.წ. 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და მასში 11 კონცერტი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 ჯ.კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.
წლების განმავლობაში ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით.
ფესტივალის არსებობა ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების პროპაგანდასა პოპულარიზაციას,განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას.
ფესტივალის მსველობისას მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ავენიუ”
კონცერტების დასაწყისი 19:30სთ


