პარლამენტი მწვავე დებატების მოლოდინში – მთავრობის ახალ კაბინეტს და პრემიერობის კანდიდატს დღეს ოპოზიცია მოუსმენს.
პირველი შეხვედრა 12 საათზეა ჩანიშნული, სადაც გიორგი გახარიას და მომავალ მინისტრებს ნაციონალური მოძრაობა მოუსმენს. შეგახსენებთ, ფრაქცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირება, თუმცა მოგვიანებით რომან გოცირიძემ განმარტა, რომ მხარდამჭერთა რჩევით, ისინი ამ ტრიბუნას მწვავე კითხვებისთვის გამოიყენებენ. მას წინასწარ არ დაუზუსტებია, თუმცა სავარაუდოდ , კითხვები შეეხება 20 ივნისის აქციის დარბევას, პანკისის სპეცოპერაციას, მინისტრობის კანდიდატებთან – ეკონომიკის განვითარებასა და სხვა ასეთ საკითხებს.
ერთი ბავშვის შეწირული ჯანმრთელობაც კი არ ღირს თანამდებობად
„დაზიანებული ბრენდი“ და „ანტიგმირი“ პრემიერად - რას მიიღებს გახარიას გაპრემიერებით „ქართული ოცნება“ 2020-ში
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, მისი წევრები მომავალ მინისტრებს და პრემიერობის კანდიდატს 16:00 საათზე შეხვდებიან. მათი კითხვებიც სავარაუდოდ, ყველა იმ პრობლემას შეეხება, რაც ქვეყანაშია.
ხვალ იმავე ფორმატში შეხვედრები “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” ფრაქციებთან გაგრძელდება. 8 სექტემბერს კი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
