LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებული გიორგი გახარია და მის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ფრაქციების ფორმატში დღეს გაგრძელდება.

დღეს, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს თავდაპირველად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” განიხილავს. ამის შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 8 სექტემბერს დაამტკიცებს.