თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
ისინი ლაფანყურიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, მათთვის უცნობია გარემოზე ზემოქმედების რისკები, ვინაიდან მათთან შეხვედრა არც კომპანიის წარმომადგენლებს და არც სხვა პირებს არ გაუმართავთ.
მოსახლეობას მიაჩნია, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში დიდი ზიანი მიადგება ფლორას და ფაუნას, შეიქმნება სარწყავი წყლის დეფიციტი.
ადგილობრივები ჰესისკწნ მიმავალ გზაზე მორიგეობის დაწესებასაც გეგმავს, რათა ჰესის ასაშენებლად საჭირო ტექნიკა ადგილამდე არ მიუშვან.
