სტუდენტი ნინა გოჩიტაშვილი საზოგადოებას დედის გადარჩენისთვის დახმარებას სთხოვს. როგორც ის ამბობს, მის დედას მარჯვენა ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა, მეოთხე სტადიის ავთვისებიანი და ჰორმონდადებითი სიმსივნე დაუდგინდა.
ნინას დედის გადარჩენა შესაძლებელია. მას ქირურგიულ ჩარევამდე ქიმიოთერაპიის და თარჯეთ თერაპიის კურსის ჩატარება სჭირდება, რაც მისთვის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ქიმიოთერაპიის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება, ნაწილი კი მერიის მიერ, თუმცა მკურნალობის თანხები მაინც კოლოსალური რჩება.
გარდა ფულის შეგროვებისა, მკურნალობის სანაცვლოდ ნინა გოჩიტაშვილი კომპანიებს სთავაზობს საკუთარ მფლობელობაში არსებულ 1450 კვადრატულ მიწის ნაკვეთს წეროვანში.
“მოგესალმებით! მე გახლავართ ნინა გოჩიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინომცოდნეობის ფაკულტეტის, მეოთხე კურსის სტუდენტი. ვმუშაობ გამოცემისთვის at.ge. სამწუხაროდ მიწევს თქვენი შეწუხება, რადგან ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქმე გახლავთ შემდეგში: დედაჩემს რომელიც ოჯახის ძირითადი შემომტანია და მის გარდა არავინ მყავს დაუდგინდა მარჯვენა ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა, მეოთხე სტადიის ავთვისებიანი და ჰორმონდადებითი სიმსივნე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს დაავადება განაჩენს არ წარმოადგენს. ვინაიდან ჩემი თვიური შემოსავალი მწირეა და შეადგენს დაახლოებით 700 ლარს, ხოლო მკურნალობა, როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსებასთან ექიმთან კონსულტაციის შედეგად, დადგინდა, რომ ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა ქიმიოთერაპიის 8, ხოლო თარჯეთ თერაპიის 12 კურსი, თუმცა, თარჯეთ თერაპიის ორი წამალი პერჯეტა-ჰერცეპტინის ასანაზღაურებელი ღირებულება პირველ ჯერზე, დაფინანსების გათვალისწინებით 3000 ლარს, ყოველ 21დღეში კი დამატებით 1200 ლარს მოითხოვს, საბედნიეროდ, ქიმიოთერაპიის უმეტესი ნაწილი ანაზღაურებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე, პერჯეტა-ჰერცეპტინიც მერიის მიერ, თუმცა თანხები მაინც კოლოსალურად რჩებაა.
ამავდროულად მინდა მივმართო კომპანიებს, ერთადერთი, რაც მაბადია, არის წეროვანში 1450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ, იმ პირობით, რომ სანაცვლოდ თქვენ მიერ გადახდილი თანხით, შესახლებელი იქნება მკურნალობის სრული დაფინანსება. შესაბამისად, ნაკვეთის ღირებულებაა 14000 დოლარი (კვადრატული მეტრის ღირებულება 2015 წელს 10 დოლარს შეადგენდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ჩემთვის თითოეული თეთრი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდებით, მზად ვარ გადმოგიგზავნოთ ავთენტურობის დამადასტურებელი ყველა საჭირო საბუთი. თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. უღრმესი მადლობა!!” – წერს ნინა გოჩიტაშვილი.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხონ:
GE16TB7181145064300009
GE56BG0000000101043053
