სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ადვოკატი აცხადებდა , რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გაშემომყოფებს. გადაწყვეტილება დღეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.
85 წლის კაცს პროკურატურამ მკვლელობის ბრალდება ივლისში მოუხსნა, რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა.
ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ბრალდებული შეცდომით ჰყავთ დაკავებული - ადვოკატი
მკვლელობის იარაღზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის დნმ არ ამოვიდა.
სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.
შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ს შეცდომა არ დაუშვია – ნათია მეზვრიშვილი
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
