LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა შამუგიამ, „იმედის“ დატოვების შემდეგ, დამსაქმებლის ვაკანსია გამოაცხადა

პაატა შამუგიამ „იმედი“ მცირე ხნის წინ დატოვა. მიზეზი ამავე ტელეარხზე ნიკა ლალიაშვილის მიერ მომზადებული ფილმი გახდა სახელწოდებით „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“.

„იმედის“ დატოვების შემდეგ ერთ-ერთ საიტზე მან საკუთარი დამსაქმებლის ვაკანსია გამოაცხადა.

გთავაზობთ ამ სახალისო ტექსტს:

პაატა შამუგიას დამსაქმებლის ვაკანსია

ვაცხადებ ვაკანსიას დამატებით სამსახურში ჩემს დამქირავებელზე (ნახევარი განაკვეთი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • იყოს ასატანად კეთილსინდისიერი;
  • გადამიხადოს აუტანლად ღირსეულად;
  • შემიქმნას მუშაობისთვის სასიამოვნო გარემო.

მოთხოვნები

  • დამსაქმებელს ევალება, იყოს კომუნიკაბელური, ფლობდეს ნერვებს და სტრესულ სიტუაციებში გაღიმების უნარს;
  • უნდა ჰქონდეს დამქირავებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

  • დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი შრომის პატივისცემისა და ხელფასის დროულად გაცემის უნარი;
  • დამსაქმებელს უპირატესობად ჩაეთვლება პოეზიისა და აჭარული ხაჭაპურის მინიმალურ დონეზე სიყვარული.

CV გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pshamugia@gmail.com

ვაკანსიის საჭირო მონაცემები

საგანმანათლებლო ხარისხი: დიპლომირებული

სპეციალისტისამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი: სრული დღე

სამუშაო გამოცდილება: 5 წელზე მეტი

ვაკანსიის მაძიებლის სქესი: ნებისმიერი

ვაკანსიის დეტალური მისამართი: თბილისი