LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ეინდჰოვენის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა (ფოტოები)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეინდჰოვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

შეგახსენებთ, დღეიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.