გიორგი გაბუნია, რომელსაც რუსთავი 2-ზე გადაცემა პოსტკრიპტუმი მიყავდა, ახლა უკვე მთავარ არხზე გადაცემა პოსტ ფაქტუმს წაიყვანს. ამის შესახებ მან ამავე არხზე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა. გარდა ამისა, გაბუნია კიდევ სხვა გადაცემასაც წაიყვანს, რომელსაც მისი თქმით, კიდევ 4-5 წამყვანი ეყოლება.
გადაცემა ხუთშაბათობით გავა ეთერში და მთავარ პოლიტიკურ თემებს დაეთმობა. გარდა ამ სიახლისა, სკანდალებში არაერთხელ გახვეულმა წამყვანმა, მის ოჯახის წევრებზეც ისაუბრა.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა, რა რეაქცია ჰქონდა დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მის სკანდალურ განცხადებებზე.
არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო – გიორგი გაბუნია
,, რაც არ უნდა მომხდარიყო, დედაჩემისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ღია კრიტიკით გამოსვლა სრულიად მიუღებელი იყო. პირველად ამაზე ჰქონდა რეაქცია. შემდეგ „ X ფაქტორზე” მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით -ქუჩაში ვერ გამოხვალ, მოგკლავთო, ვიღაცეები რეკავდნენ. ამაზე იყო საშინელი ჩხუბი.შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ თვეების განმავლობაში, ერთხელ წელიწადის და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით, საერთოდ არ ვკონტაქტობდით. შემდეგ, როცა დაინახა, რომ ჩემზე ეს ყველაფერი არ ჭრიდა, გადავიდა ტირილზე , რომ მივდიოდი, ტიროდა უბრალოდ, იმიტომ, რომ ეშინოდა. მერე გადავიდა შემდეგ ეტაპზე – უბრალოდ აღარ უყურებდა ჩემს გადაცემებს, რომ არ ცოდნოდა. თუ ტელეფონზე ვინმე რამეს ეტყოდა, ეუბნებოდა, არ მელაპარაკოთო. შემდეგ შეეგუა, რომ ასეთი ვარ. აღარც მეჩხუბება, აღაც ტირის. უბრალოდ, ნერვიულობენ ჩემი მშობლები ძალია, ჩემი ძმა ნერვიულობს“, – განმარტა გიორგი გაბუნიამ.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ,,მთავარ არხზე” ახალ გადაცემაში სულ სხვა, კლასიკური და სერიოზული იმიჯით გამოჩნდა. ,,სხვა ნანუკა” – ასე ჰქვია სოციალურ თოქშოუს, სადაც დღეიდან, როგორც წამყვანი ამბობს, პრობლემის მქონე ნებისმიერ ადამიანს ვიხილავთ.
ივანიშვილს ფულმა ჩვენს რიგებში ვერ აპოვნინა ადამიანი, ვინც ღირსებას გაყიდდა - „სხვა ნანუკა“ ეთერში გავიდა [ვიდეო]
,,ჩვენ არაფერი გვაქვს მაგრამ ეთერში ვართ, მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ეთერში ვერ გადიან"
ტელევიზია ეთერში 9 სექტემბერს გავიდა. ,,მთავარი არხი” დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.
