“ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა “- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზა ,,მთაავრ არხთან” განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პატრიოტთა ალიანსიდან ბოდიში უნდა მოიხადოს.
,,დევიდ კრამერი არის დიდი ტყუილი, დასკვნა არის მარტივი - კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი"
მიზანი კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო, 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი - ინაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს
ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია.
დღეს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
,,ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის “პარტნიორი”, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა!”- აცხადებს ინაშვილი
უფრო ვრცლად იხილეთ –საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]
