LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსული ენა – ნაბიჯი მომავალში” – ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პროექტები აქტიურდება

რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა უკვე განიხილა და თანხმობა მისცა პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსებას. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მხარე ავრცელებს.

დოკუმენტი, რომელიც პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოიწონა და უკვე დაადასტურა, მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერას ელოდება. ე.წ. აფხაზური შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, პარტნიორი რუსეთი რა ოდენობის თანხას გამოყოფს ამ ეტაპზე უცნობია. აფხაზური მედიის განმარტებით, სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, დაიწყო ქართული მხარის აგრესიის შედეგად და როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთის რეგიონში, ორი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაც, თავდაცვის და უსაფრთხოების გარანტია.

რუსული რეფორმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურდება. სამხედრო ძალების მოდერნიზაციის შემდეგ, განათლება-კულტურის ჯერიც დადგა. თუმცა საქმე არა აფხაზური ენის განვითარებას, არამედ რეგიონში რუსული ენის პოპულარიზაციას და მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოებას ეხება.

”რუსული ენა – ნაბიჯი მომავალში” – ეს არის ღონისძიების სახელწოდება, რომელიც ე.წ. აფხაზეთის განათლების სამინისტრო მასპინძლობს და როგორც აფხაზური პრესა წერს, ეს არის ორი ქვეყნის პროფესიული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის გადადგმული ნაბიჯი. პროექტი მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოცდილების გაცვლასაც გულისხმობს.

 

წაიკითხეთ ექსკლუზიური მასალა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე:

რატომ გარბიან აფხაზეთიდან ტურისტები და რას უყვება ფორტუნას სოხუმელი ჟურნალისტი (ექსკლუზივი)